среда, 4 мая 2011 г.

ლუვრი

ლუვრის მუზეუმი( ფრანგ. Musée du Louvre) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზმი, საფრანგეტი. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდ.სენასა და რუ დე რიკორის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერი საფრანგეთის რევოლუცია დროს.

ისტორია 

ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე XVI საუკუნეში ბოლოს რ. დეტამლევ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლუვრი მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმა პიერ ლესკო (1510-1574)ააგო სასახლე - აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი. სკულპტურული დეკორი შეასრულა მოქანდაკე ჟან გიჟონმა მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარაა. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლო 1793 წლიდან კონვერტის დეკრეტით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.luvri